სფეისის სამთვიანი ეფექტური 0%-იანი განვადება

უპირველეს ყოვლისა იმისთვის რომ ვისარგებლოთ SPACE-ის განვადებით, აუცილებელია ჩვენს მობილურში გადმოვწეროთ Space Bank-ის აპლიკაცია.

IOS- https://apps.apple.com/us/app/space-digital-banking/id1334713643

Android – https://play.google.com/store/apps/details?id=ge.space.app&hl=en

Space-ის აქტივაციის შემდეგ ვაგრძელებთ ჩვენს ვებ გვერდზე სასურველი პროდუქტის შერჩევას. (უყურეთ ვიდეოს)

0%-იანი განვადება

1. როდის ირჩევს 0%-იან განვადებას მომხმარებელი?

როდესაც ირჩევს ყოველთვიურ შენატანს, იქ აქვს შეთავაზება 0%-იანი განვადების..

  1. ყოველთვიურად რა თანხის გადახდა გიწევს 0%-იანი განვადებით

სარგებლობისას?

განვადების თანხა გადანაწილდება 3 ტოლ ნაწილად და აპლიკაცია დაგიწერს

რა თანხა იქნება შემოსატანი

  1. თუ ვერ გადავიხადე 0% განვადების სარგებლობისთვის მინიმალური თანხა,

რა ხდება ამ დროს?

აპლიკაცია წინასწარ გიწერს პროცენტიანი განვადების სარგებლობისთვის შესატან

თანხას, თუ ვერ გადაიხდი 0%-იანისთვის საჭირო მინიმალურ შენატანს, შეგიძლია შეიტანო

პროცენტიანი განვადების სარგებლობისთვის საჭირო მინიმალური თანხა და არ დაიფიქსირო

ვადაგადაცილება.

  1. აუცილებლად 3 თვეში უნდა დაიფაროს თანხა, რომ ვისარგებლო 0%-იანი

განავდებით? თუ შემიძლია 1 ან 2 თვეში დავფარო?

შეგიძლია 1 ან 2 თვეში დაფარო წინსწრებით, რაც უფასოა სფეისში.

5.როდის შეიძლება 0%-იანი განვადებით სარგებლობის შეწყვეტა და როგორ?

3 თვის განმავლობაში ნებისმიერ დროს, პროცენტიანი განვადების სარგებლობისთვის

მინიმალური თანხის შეტანით.

  1. თუ პირველ თვეს, დაიფარა მინიმალური თანხა 0% განვადების სარგებლობისთვის,

მეორე ან მესამე თვეს პროცენტიანი განვადების სარგებლობისას,

როგორ ხდება პროცენტის დაანგარიშება?

პროცენტი დაკორექტირდება და %-ის დარიცხვა დაიწყება იმ თვიდან, რომლიდანაც

დაიფარება პროცენტიანი განვადების სარგებლობისთვის მინიმალური თანხა.

7.ავტომატურად ერთვები თუ არა 0%-იანი განვადებით სარგებლობაში?

ავტომატურად არ ერთვები. უნდა აირჩიო 0%-იანი შეთავაზებები, რომ ჩაერთო.

  1. ავტომატურად ეჭრება 0%-იანის სარგებლობისთვის მინიმალური

შესატანი თანხა?

კი, თუ იქნება საკმარისი თანხა ანგარიშზე, შეიძლება ხელითაც ჩამოიჭრას „გადახდის“ ღილაკზე

დაჭერით. თუ არ იქნება ანგარიშზე საკმარისი თანხა, მაშინ ჩამოიჭრება პროცენტიანი განვადების

სარგებლობისთვის არსებული მინიმალური თანხა.

ხშირად დასმული კითხვები

1. ვის შეუძლია აიღოს სფეის QR განვადება?
ნებისმიერს, ვინც არის 20-60 წლამდე და აქვს ყოველთვიური შემოსავალი.
2. რა არის განვადების თანხის მოცულობა?
განვადება გაიცემა 100-25 000 ლარამდე.
3. რა არის განვადების ვადა?
3-48 თვემდე. 3 თვის განმავლობაში – ნამდვილი 0%
4. გაცემის, წინსწრების და დაფარვის საკომისიო რამდენია?
სფეისს არ აქვს გაცემის, წინსწრების და დაფარვის საკომისიო.
5. როგორ ვავსებ სფეის QR განვადების განაცხადს?
მაღაზიიდან ირჩევ ნივთს, შემდეგ ირჩევ სფეის განვადებას, გადადიხარ QR კოდის ბმულზე,
აპლიკაციიდან ასკანერებ კოდს და მიყვები ინსტრუქციას. თუ აპლიკაცია ჯერ არ გაქვს,
მაშინ გადმოსაწერ ველში წერ შენი მობილურის ნომერს, სმს-ის სახით იღებ გადმოსაწერ
ბმულს და play store-დან ან app store-დან იწერ სფეისის აპლიკაციას.
6. რა დრო სჭირდება სფეის QR განვადების განაცხადის შევსებას?
30 წამი რეგისტრირებულ მომხმარებელს. 5-10 წუთამდე არარეგისტრირებულ
მომხმარებელს.
7. რამდენი შემიძლია შევიტანო წინსწრებით და როგორ?
ნებისმიერი თანხა, ყველანაირი საკომისიოს გარეშე. ამისთვის აპლიკაციაში აჭერ ღილაკს „გადახდა“.
ასევე თანხას შემოიტან TBC PAY აპარატიდან, თუ დააჭერ ღილაკს – „განვადების დაფარვა“- ხელფასით, ბონუსით ან ნებისმიერი ანაზღაურებით
– ასევე იჯარის ჩარიცხვით
– და ფულადი გზავნილებით
აუცილებელია, რომ ბოლო 4 თვის მანძილზე 3 ჩარიცხვა მაინც გიფიქსირდებოდეს. ფულადი
გზავნილების შემთხვევაში – საჭიროა, ბოლო 6 თვის ჩარიცხვის დოკუმენტი, დამოწმებული
ბეჭდით და ხელმოწერით.
9. როგორ დავადასტურო შემოსავალი?
შეგიძლია rs.ge-დან ავტომატურად გადაამოწმებინო აპლიკაციას, თუ ხელფასი თიბისიში გერიცხება,
მაშინ ავტომატურად განიხილავს აპლიკაცია. ასევე, შეგიძლია შემოსავლის დამადასტურებელი
დოკუმენტის სურათი ატვირთო.
10. რა პროცენტში მტკიცდება განვადება?
სამ თვიანი განვადება სფეისში ნამდვილად 0%-იანია, დანარჩენ თვეებზე ფიქსირებული ეფექტური 29%.
11. რაზეა დამოკიდებული, რა თანხა დამიმტკიცდება?
თანხის ოდენობა დამოკიდებულია მომხმარებლის საკრედიტო ისტორიაზე, შემოსავლებსა და
არსებულ ვალდებულებებზე.
12. სად ვიგებ პირობებს? საბოლოოდ რა თანხის გადახდა მიწევს?
პირობებს აპლიკაცია გიწერს განაცხადის შევსებისას. საშუალება გაქვს აირჩიო:
ყოველთვიური გადასახადი, თვეების რაოდენობა, გადახდის რიცხვი.
13. თუ დამიმტკიცდა უფრო მეტ თვეზე, ვიდრე მინდოდა, როგორ მოვიქცე?
იმ დღესვე დაფარე გარკვეული თანხა წინსწრებით და მოგაკლდება თვეების რაოდენობა,
ხოლო მოკლებული თვეების პროცენტი არ დაგერიცხება.
8. რა გაითვალისწინება შემოსავალში?
შემოსავლის დადასტურება შეგიძლია:

14. თუ არ მომეწონა პირობები, შემიძლია გაუქმება დამტკიცებამდე?
კი, შეგიძლია. აპლიკაციიდან აირჩევ ღილაკს „განაცხადის გაუქმება“.
15. როგორ ხდება განვადების გაუქმება, თუ ნივთი არ მომეწონება?
მომხმარებელი მიმართავს ვებ-გვერდს, საიდანაც ნივთი შეიძინა. ვებ-გვერდის წარმომადგებელი
უკავშირდება სფეისს და ხელშეკრულებაში ფიქსირებული მეილის საფუძველზე სფეისი
აუქმებს განვადებას.
16. რა დრო სჭირდება გაუქმებას?
1 სამუშაო დღეში ხდება გაუქმება
17. როდის ხდება გაცემული ნივთის თანხის გადმორიცხვა პარტნიორთან?
მეორე სამუშაო დღის 17:00 საათზე თიბისის ანგარიშზე.
18. როგორ ხედავს პარტნიორი განაცხადის სტატუსს?
ადმინ პანელში სფეისისგან პარტნიორი იღებს შესაბამისი სტატუსის კოდს, რის მიხედვითაც
უნდა გასცენ ნივთი.
სფეისში არის 4 სტატუსი: 1; 2; 7; 10
1 – to be confirmed: დამტკიცებული, მაგრამ არა გაცემული.
2 – paid: გაცემული, უნდა გაატანოთ ნივთი მომხმარებელს.
7 – refused: მომხმარებელს დაუმტკიცდა ნივთი, მაგრამ უარი თქვა და გააუქმა.
10 – cancel by space/space cancel: უარი სფეისის სისტემის მიერ
თუ პარტნიორმა ონლაინ მაღაზიამ არ მიიღო ზემოთ ჩამოთვლილი კოდიდან არცერთი, მაგრამ ჩანს,
რომ განაცხადი შექმნილია, ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელს არ დაუსრულებია განაცხადის შევსება.

ვისაც Geopay-ის მხარდაჭერა აქვს:
1 approved – processed
2 issued – complete
7 cancel by client – canceled
10 cancel by system – decline
19. შემიძლია თუ არა სხვა ან იგივე ფასიან ნივთზე გადაცვლა?
არ შეგიძლია, უნდა გაუქმდეს განვადება და ახალი განაცხადი შეივსოს.
20. აქვს მნიშვნელობა, ვისი ექაუნთით იქნება განაცხადი შევსებული?
Order id-ის მეშვეობით ხდება შენი იდენტიფიცირება. შეიძლება სხვისი ექაუნთით
შეავსო განვადებაზე განაცხადი.
21. რა ხდება თუ მეორე განვადებას იღებს მომხმარებელი?
ჯერ-ჯერობით მხოლოდ 1 განვადების შევსება შეგიძლია სფეისში.
22. თუ ორი ნივთი შევიძინე ერთდროულად და ერთის გაუქმება
მომინდა, როგორ ვიქცევი?
თუ უკვე დამტკიცებული და გააქტიურებული გაქვს განვადება, მისწერე ონლაინ მაღაზიას,
სთხოვე გაუქმება. ონლაინ მაღაზია გვიკავშირდება ჩვენ, გვწერს გასაუქმებელ თანხას და მეილის
საფუძველზე ჩვენ ვაკორექტირებთ განვადებას. თუ ჯერ არ გაქვს გააქტიურებული მაშინ თვითონ
გააუქმებ განაცხადს და ავსებ მხოლოდ 1 ნივთზე ახალ განაცხადს.
23. როგორ ხდება ყოველთვიური თანხის გადახდა?
აპლიკაციიდან დაფარავ, „გადახდა“ ღილაკზე დაჭერით, ნებისმიერი ბანკის ბარათით.
TBC PAY, PAY BOX აპარატებიდან ჩარიცხვით პირადი ნომრის მითითებით.
ან უბრალოდ გადმორიცხავ სფეის ანგარიშზე და ავტომატურად დაიფარება გადახდის დღეს.

24. როგორ ხდება თანამონაწილეობის თანხის ჩამოჭრა?
შენ შეგიძლია გადახდა ნებისმიერი ბანკის ბარათით. ასევე შეგიძლია pay-ს აპარატებიდან
ჩარიცხო სფეის ანგარიშზე და სფეისი ჩამოგაჭრის
25. გაუქმების დროს როგორ და როდის ხდება თანამონაწილეობის
თანხის დაბრუნება?
როგორც კი გაუქმდება განვადება, ავტომატურად, მომენტალურად გიბრუნდება თანხა.
26. როდის ხდება თანამონაწილეობის თანხის გადახდა?
თანხას იხდი განაცხადის შევსების პროცესში, სანამ გაიაქტიურებ განვადებას