წესები და პირობები

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ჩვენს წესებსა და პირობებს !

ინტერნეტ მაღაზია Shogi.ge-ზე ვიზიტით თქვენ ავტომატურად აცხადებთ თანხმობას ვებ გვერდის წესებსა და პირობებზე. როდესაც განახორციელებთ შეკვეთას, თქვენ მიიღებთ ავტომატურ დასტურს ელ-ფოსტის საშუალებით, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს არ გულისხმობს შეკვეთის დასრულებას.

შეკვეთის საბოლო დადასტურება ნიშნავს, ჩვენს მიერ შესრულებულ  პროდუქტის ფიზიკურ ტრანსპორტირებას. ფასები საიტზე მოცემულია ლარში დღგ-ს ჩათვლით. 

ფასები, შეთავაზებები და აქციები შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს ადმინისტრაციის მიერ.

მიწოდების ფასი და დრო დამოკიდებულია შეკვეთის გეოგრაფიული ადგილმდებარეობაზე. მიწოდების პირობების დაზუსტება ხდება ოპერატორთან შეკვეთის გაფორმების შემდეგ.

კონფიდენციალობა

შ.პ.ს „შოგი“  სრული პასუხისმგებელია ჩვენი საიტის მომხმარებლისა  და კლიენტის ინფორმაციის კონფიდენციალობის საკითხში.  ჩვენ არ გავამხელთ და არ გადავცემთ ინფორმაციას ჩვენს მომხმარებლებზე მესამე პირებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინფორმაცია ჩვენგან გადაეცემა გადამზიდავს შენაძენის მიტანის მიზნით. ჩვენ არ ვყიდით ინფორმაციას თქვენს სახელზე, მისამართზე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე, საკრედიტო ბარათებზე ან  ნებისმიერი  სხვა პერსონალურ ინფორმაციას.

მარკეტინგი და კომუნიკაცია

ასევე უფლებას ვიტოვებთ ჩვენთან რეგისტრირებულ მომხმარებლებს გავუგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინებები და ელექტრონული წერილები, სიახლეების გაცნობის მიზნით.

საიტის სტატისტიკა

ჩვენ ვიტოვებთ უფლებამოსილებას გამოვიყენოთ ანონიმურად სტატისტიკური ინფორმაცია ვიზიტორებისა და შეკვეთების რაოდენობაზე.

თანხის უკან დაბრუნება

იმ შემთხვევაში თუ ვერ ხერხდება შეკვეთის მიწოდება ნივთის არ ჰქონის გამო, ან თუ ნივთის მახასიათებლები არ ემთხვევა საიტზე მოცემულ მახასიათებლებს მომხმარებელს აქვს უფლება მოითხოვოს თანხის სრულად უკან დაბრუნება, თანხის უკან დასაბრუნებლად კომპანიას აქვს ერთი კვირის ვადა. თანხის უკან დაბრუნება ხორციელდება მხოლოდ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით. სხვა შემთხვევაში თანხის უკან დაბრუნება არ ხორციელდება.